“რატომ ბოლომდე არ ჩაგკალით, სწორედ ეს არის “საერთაშორისო მაწანწალას” ერთდერთი სინანული” – შალვა ოგბაიძე 

2011 წლის 26 მაისს, საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებული შალვა ოგბაიძე იმ დღის ტრაგედიას იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ არც სახელწიფო ინსტიტუტებზე შეტევა უცდია ვინმეს, არც ხელისუფლებაზე შტურმით გადასვლა, არც დარბევა და არც მანქანების თუ სხვა ინვენტარის მტვრევა.

საკრებულოს დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე პროცესებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საერთაშორისო ბომჟის“ რევანშიზმი ისევ ძალაშია. მისივე შეფასებით, ის, რაც 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ მოხდა, იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.        

„26 მაისი იყო როგორც წყალგამყოფი, ერთ-ერთი ნიშანსვეტი. ჩვენი, მაშინ დაზარალებული ადამიანების  ცხოვრება გაიყო 26 მაისამდე და 26 მაისი შემდეგ. 2011 წლის 26 მაისი იყო სადამსჯელო ოპერაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომელიც დღესაც გრძელდება თითოეული ჩვენგანის მიმართ. მხედველობაში მაქვს ის მორალური ტერორი, რომელსაც დღეს ეს ხელმოცარული და გაკოტრებული ორგანიზაცია ეწევა. რასაც დღეს ისინი აკეთებენ, ეს არის უტიფრობა და არა სინანული,“ – აღნიშნა ოგბაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც მან გაიხსენა, მაშინ მათი მოთხოვნა და სურვილი იყო, მიხეილ სააკაშვილს აღლუმი არ ჩაებარებინა.

„ჩვენ გვინდოდა, რომ მთავარსარდალი, რომელიც გორში თვითმფირნავის ხმის გაგონებაზე მიწაზე ფოფხავდა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი ჩააბარა რუსეთს, მას უფლება არ ჰქონდა მიეღო აღლუმი. ეს იყო და ეს. დააკვირდით როგორ აკანკალებთ ამ „ნაცინალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ ორგანიზაციებს 26 მაისი ხსენებაზე. დიახ, ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდნილა, არავის უცდია სახელმწიფო ინსტიტუტების დარბევა, შეჭრა, ავტომობილების ამოტრიალება, პოლიციის კორდონზე იერიშის მიტანა, რაც ჩვენ 20 ივნისს ვნახეთ. აქვე დავძენ, რომ ჩათვალეთ, რომ ორი თვალის ჩინი დამაკლდა მათ მაგივრად, ვინც თვალის ჩინი დაკარგა 20 ივნისს. ჩემი შვილების თაობამ“, – აღნიშნა ოგბაიძემ.

მისივე შეფასებით, ამ დროს, გამაოგნებელია „საერთაშორისო მაწანწალის“ პოზიცია, რომელსაც ოდნავი სინანულის გრძნობაც  კი არ გააჩნია: „ვერ ვხედავ სოლიდარობას, უბრალო სინანულს ვერ ვხედავ ამ საერთაშორისო მაწანწალისგან, რომელსაც სააკაშვილი ჰქვია. ესენი არიან  კოლექტიური სააკაშვილები. ამ საერთაშორისო ბომჟისაგან ოდნავ სინანულს ვერ ვხედავ რაც მან მოხდა 26 მაისს გააკეთა.  ერთადერთ სინანული, რაც იგრძნობა შემდეგია –   რატომ ბოლომდე არ ჩაგკალით! აი, ასეთ ადამიანებს დღესაც კბილები უკაწკაწებს, რომ რევოლუციური გზით მობრუნდნენ და ის საქმე მიიყვანოს ბოლომდე, რასაც ჩემი და ჩემი მეგობრების, ჩემი კოლეგების ბოლომდე გაქრობა ჰქვია“.

მსგავსი თემები