რატი იონათამიშვილი: „ბიძინა ივანიშვილის გამოჩენაზე პოლიტიკური ოპონენტები პანიკაში ვარდებიან“

საპარლამენტოს უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ „ტელეიმედისთვის“ მიცემული ინტერვიუ შეაფასა. მისი თქმით, ეს იყო მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლიდერის ინტერვიუ. იონათამაშვილი დასძენს, რომ  ბიძინა ივანიშვილის ერთი გამოჩენაც კი საკმარისია, რომ მაშინვე ჩვენი ოპონენტები პანიკაში ვარდებიან.

„ეს ხდება იმიტომ, რომ მთავარი განსხვავება, რაც ჩვენს შორის არსებობს, არის – ჩვენ ვფიქრობთ ქვეყანაზე, პროგრესზე, ხოლო ისინი – ხელისუფლებაში მოსვლაზე. ამიტომ არ მიკვირს და ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი საუბრობს საქმეზე, ხოლო ოპონენტები – ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე. გუშინ ჩვენ ვნახეთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლიდერის ინტერვიუ, რომელმაც ზუსტად იცის რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და როგორ უნდა უზრუნველვყოთ უკეთესი ხვალინდელი დღე,“ – განაცხადა რატი იონათამაშვილმა.

როგორც იონათამიშვილის აზრით, საზოგადოება ელოდა და მიიღო კიდეც ბიძინა ივანიშვილის ანალიზზე დაფუძნებული, არგუმენტირებული და გულწრფელი პასუხები ყველა აქტუალურ კითხვებზე, მათ შორის ანაკლიის პორტზეც.

„ვფიქრობ, რომ თუ ვინმეს ქონდა დარჩენილი კითხვის ნიშნები ანაკლიის პორტის პროექტის, გუნდიდან წასული ადამიანების, მართლმსაჯულების რეფორმის, ან ქვეყანაში მიმდინარე  სხვა პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი პროცესების ირგვლივ, ერთხელ და სამუდამოდ გაეცა ამომწურავი პასუხი. ახლა მთავარია, რომ ჩვენ ნაკლები დრო დავუთმოთ ოპონენტებთან პოლემიკას და მეტი ენერგია მოვახმაროთ საქმის კეთებას, რადგან ოპონენტების დღის წესრიგი მხოლოდ ერთი შინაარსით გამოირჩევა – როგორი კეთილშობილები არიან თვითონ და რა ცუდები არიან ყველა სხვა დანარჩენნი; ჩვენი მთავარი ამოცანა კი  სოციალურ პრობლემებთან ბრძოლა, ეროვნული უსაფრთხოება, სამართლიანობის განმტკიცება და  ევროინტეგრაციაა,“ – განაცხადა
აპარლამენტოს უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამაშვილმა.

მსგავსი თემები