„რას მიიღებს თემი აქედან? თუ ეს ჰესი საფრთხის შემცველია, საერთოდ არ უნდა აშენდეს“ – ბექა ნაცვლიშვილი

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ინიციატივით გამოდის, რომ საპენსიო ფონდში დააგროვონ თანხები განახლებადი ენერგიის წყაროებისკენ გადაიქაჩოს. ჰესების მშენებლობებსა და არსებულ პრობლემებზე დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„ვინც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს აკეთებს, სახელმწიფოს მხრიდან ლიცენზირებული უნდა იყოს, რომ კითხვის ნიშნები არ არსებობდეს მის მიერ გაცემული დოკუმენტთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჰესების მშენებლობას, განახლებად ენერგიაზე უნდა ვიზრუნოთ. წყალი და მიწა ყველას ეკუთვნის და ყველას თანაბრად უნდა მოხმარდეს. საპენსიო ფონდში მობილიზებული თანხა კი სწორედ განახლებად ენერგიას უნდა მოხმარდეს“ – აღნიშნა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება ჰესების მშენებლობას, დეპუტატის შეფასებით, მცირე ჰესებისგან ადგილობრივ მოსახლეობას სარგებელი უნდა ჰქონდეს, სხვა შემთხვევაში, მისი აშენება თემისთვის არაფრის მომცემია.

„მცირე ჰესები თემის საკუთრება უნდა იყოს და თემმა მიიღოს აქედან სარგებელი. ბუნებრივი რესურსით სარგებლობა თემის პრეროგატივა უნდა იყოს, ის ხალხის სასარგებლოდ უნდა იქნას გამოყენებული. ახალი გენერირების წყაროების შექმნა ჩვენი ენერგო უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. პანკისში პროცესები არასწორად წარიმართა. კონსულტაციის რეჟიმი ამოწურული არ იყო და პოლიციის გამოჩენამ სიტუაცია მეტად დაძაბა. მათ უნდა იცოდნენ რომ ის თანხა, მოაქვს ამ ჰესს, უნდა მიდიოდეს მათ ბიუჯეტში. საკითხი შემდეგნაირად უნდა დადგეს ასე – რას მიიღებს თემი აქედან. თუ ეს ჰესი საფრთხის შემცველია, საერთოდ არ უნდა აშენდეს“ – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრც მთავარში“.

მსგავსი თემები