„რას გიზამ იცი სერგო? დაგამთავრებ“ – ირაკლი კობახიძე რატიანს

საკანონმდებლო ორგანოში, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე მსჯელობენ, პოლიტიკური ტემპერატურა ისევ მაღალია. მართალია, დღეს ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, თუმცა, დეპუტატები ერთმანეთს სიტყვებით ერჩიან.

ადგილიდან წამოსროლილი რეპლიკების გამო, საპარლამენტო ტრუბუნიდან, ირაკლი კობახიძემ “ევროპული საქართველოს” წევრ აკაკი ბობოხიძეს ბერბიჭაშვილი უწოდა, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან მორიგი აგრესია მოჰყვა.

“კაკო ბობოხიძე გიგლა ბერბიჭაშვილია”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ტრუბუნიდან და სერგო რატიანსაც მიმართა: „რას გიზამ იცი სერგო? რას გიზამ იცი სერგო? დაგამთავრებ. თითებს ნუ იქნევ. ჩაგაბარებ წარსულს. ეკლესიის მტრებს ჩავაბარებ წარსულს ,” – მიმართა კობახიძემ რატიანს.

ირაკლი კობახიძის გაღიზიანება კი სერგო რატიანის მხრიდან გავრილოვის ჩამოყვანასა და მის სავარძელში ჩამოყვანის თემას მოჰყვა. სერგო რატიანი პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, გავრილვის გამო ცინიკურად მოიხსენიებდა.  

შეგახსენებთ, რომ, გუშინ, როცა პარლამენტში მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს იხილავდნენ, დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.  

მსგავსი თემები