“რასაც რუსეთი თქვენ გიკეთებდათ, იმავეს გვიკეთებენ ჩვენც, ის ხომ არ იცვლება” – წულუკიანი ოპოზიციას

რუსეთ-საქართველოს ომი, ჰააგის სასამართლო, მტკიცებულებები და საქართველოს მხრიდან გაგზავნილი თუ არგაგზავნილი ნოტები იუსტიციის მინისტრსა და საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი საკამათო საკითხია.

თეა წულუკიანი ოპოზიციას რუსეთში გაგზავნილ დიპლომატიურ ნოტას აჩვენებს, თუმცა, ამბობს, რომ მას შედეგი არ ჰქონია, რადგანაც რუსეთი შეუცვლელია.

„აგერ არის ნოტა, არის თუ არა ეს ნოტა, არის თუ არა ეს ბილეთი ბატონო გიგა…?“ – მიმართა იუსტიციის მინისტრმა ტეა წულუკიანმა გიგა ბოკერიას და 2014 წელს, საქართველოს მხრიდან რუსეთში გაგზავნილი ნოტაც აჩვენა.

„ეს ნოტა რუსეტში 2014 წლია 17 დეკემბერს გაიგზავნა. პოლიტიკური დემაგოგიაა, როცა ახცადებთ, რომ ნოტა არ გაგზავნილა. მაგრამ, აბა მიხვდით რა იყო რუსეთის პასუხი? რასაც თქვენ გიკეთებდნენ, იმას აკეთებენ ჩვენს შემთხვევაშიც, რუსეთი ხომ არ იცვლება, თუ იცვლება და გამომეპარა რამე? რუსეთმა არ გვიპასუხა და არ წამოვიდა იმაზე, რაზეც, აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს პრეტენზია იყო. თუ თქვენ სხვა რეცეფტი გაქვთ, მითხარით და გავიზიარებ“ – განაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტის ტრიბუნასთან.

მსგავსი თემები