“რამდენჯერაც ამორალურ პროვოკაციას მომიწყობენ, იმდენჯერ პასუხს ვაგებინებ” – ეკა ბესელია

ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილის ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. 

როგორც ეკა ბესელია განმარტავს, მისი გაღიზიანება ზარდიაშვილის რეპლიკამ გამოიწვია, რომელიც მას შეეხებოდა.

“ამ არარაობასთან არაფერი მაქვს საქმე. არ ვაპირებ თავი გავუყადრო, მაგრამ არც იმას ვაპირებ ის სიტყვები გავატარო. ეს იყო შეურაცხმყოფელი ფრაზა ჩემს გვართან დაკავშირებით. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ყურს მოიყრუებს ამაზე. ეს იყო იაფასიანი, დაგეგმილი პროვოკაცია. ძალიან შეგნებულად გამოუშვა ჩინჩალაძემ და მისმა კლანმა ეს არარაობა, ყოველთვის მათი მონა ზარდიაშვილი, პროვოკაციის მოსაწყობად. შეხედეს, თუ როგორ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა მათი მსაჯული და ვერ უძლებდა იმ ძალიან მწვავე ბრალდებებს, რომელიც მის მიმართ არსებობდა და ააშკარავებდა იმ სურათს, რომელიც აქვს დაგეგმილი “ქართულ ოცნებას”. ამის გადასარჩენად შემოუშვეს “ქართული ოცნების” სახე შეცვლილი ზარდიაშვილი, რომელმაც მიიღო პასუხი. არავისთან ბოდიში მოსახდელი არ მაქვს. რამდენჯერაც იქნება ესეთი ამორალური პროვოკაცია, რამდენჯერაც ამას გაბედავს მიიღებს პასუხს. პასუხისმგებლობას ვაკისრებ პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ “ქართული ოცნება” ლაპარაკობს ადეიშივილის ხელის ბიჭების სახით. 

კომიტეტის სხდომა, ეკა ბესელიამ, ვანო ზარდიაშვილთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ამ სიტყვებით დატოვა: “ნაძირალა, ადეიშვილის ხელის ბიჭო, ნარკოტესტის გამო რომ გამოგაბუნძულეს, შენ ნაძირალა”. 

https://mcm.ge/%e1%83%a9%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90/

მსგავსი თემები