რამდენს ხარჯავს 1 ქართველი ტურისტი უცხოეთში?!

საქსტატმა, 2019 წლის II კვარტალში, უცხოეთში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები გამოაქვეყნა. საერთო თანხამ კი  617.5 მილიონი ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში, საქართველოდან  უცხოეთში სამოგზაუროდ 1 780.1 ათასი გასვლა დაფიქსირდა. უცხოეთში ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა კი  617.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ერთ ვიზიტზე, საშუალოდ, 1 100.7 ლარს შეადგენს.

გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის II კვარტალში, ყველაზე მეტი ვიზიტი, 37.3 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით. 2019 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.8 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 94.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

მსგავსი თემები