რამდენიმე ქვეყანაში ემიგრანტები ლეგალურად დასაქმდებიან

პოლონეთში, ესტონეთსა და ესპანეთში ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით მუშა პროცესი მიმდინარეობს. ეს ის ქვეყნებია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ პილოტურად შეარჩია. პროექტს ხელი უკვე მოეწერა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ქვეყნები სამუშაო ვიზებს 500 მოქალაქეზე გასცემენ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ელზა ჯგერენაიას  ინფორმაციით,  შრომითი მიგრაციის შესახებ რეგულაციები 2015 წლიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე პილოტირებისთვის შეირჩა პოლონეთი და ესტონეთი.  ასევე, საპილოტე პროექტის ფარგლებში ისრაელთან ხელი მოეწერა პროექტს და  შესაძლოა, დაახლოებით 500 მოქალაქეზე მალე გაიცეს სამუშაო ვიზები. მოლაპარაკებები მიდის რუმინეთთან და კატარის რესპუბლიკასთანაც.
ამჟამად ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებები პოლონეთთან, გერმანიასთან და ისრაელთან მიმდინარეობს.

მსგავსი თემები