“რამდენიმე კვირის ან თვის ამბავია მანამ, სანამ ქართულ მიწაზე ღირსეულად დადგამს ფეხს!” – სანდრა მიშაზე

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი უკვე დღეებს და თვეების ითვლის, როცა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება. როგორ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე აცხადებს, უკრაინის შემდეგ, მიშა საქართველოშიც ჩამოვა.

“საქართველოს, თავისი უალტერნატივო ლიდერი და პატრონი ჰყავს და ჩემი სახით არ სჭირდება დროებითი შემცვლელი. ლამის 7 წელია ვხედავთ, რომ საქართველოდან უსამართლო დევნის პირობებში, მიშა შორიდან ქმნის აქ პოლიტიკურ ამინდს და ყოველდღიურ რეჟიმში გვიჩვენებს, თუ როგორ სწამს, როგორ სჯერა ამ ქვეყნის პოტენციალისა და მისი თავისუფალი მომავლის, როგორც იბრძვის ამისთვის, ახლა უკვე სამშობლოში დასაბრუნებელ ემიგრანტებთან ერთად. ის დღეს უკრაინაში გმირულად ბრუნდება და მჯერა, რამდენიმე კვირის ან თვის ამბავია მანამ, სანამ ქართულ მიწაზე ღირსეულად დადგამს ფეხს!…“აცხადებს სანდრა რულოვსი.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დღეს დაბრუნდა. მას უკრაინის დროებითი ბინადრობის მოწმობა პოლონეთში, უკრაინის საელჩოში გადასცეს.

მსგავსი თემები