რამდენიმე დღით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტის „გუგუთის“ მიმართულებით, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის კმ 85-კმ 98-ზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც 19 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნული მიმართულებით, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება.

“საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის ს/გზის კმ 85-კმ 98-ზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება გზის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც, მიმდინარე წლის 19 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნული მიმართულებით, შეიზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს ისარგებლოს სომხეთის რესპუბლიკასთან არსებული ალტერნატიული სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტებით – „სადახლო საავტომობილო“ და „ნინოწმინდა“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

მსგავსი თემები