“რამდენადაც ვიცი, ვარ ერთადერთი დეპუტატი უმრავლესობიდან, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერს” – კახა ოქრიაშვილი

“რამდენადაც ვიცი, ვარ ერთადერთი დეპუტატი უმრავლესობიდან, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

„რატომ არ ვუჭერ მხარს, მრავალჯერ მაქვს არგუმენტირებული. დღეს პოლიტიკურ შეფასებებს არ გავაკეთებ. ვფიქრობ, თქვენ, ჟურნალისტები პოლიტიკურ შეფასებებს გააკეთებთ, როდესაც პირველად გვექნება საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ რიგგარეშე არჩევნები, რადგან პრაქტიკულად, დღეს 120/30 არის 20 პროცენტი მაჟორიტარული კომპონენტი, 120 პროპორციული. გადახრა არის პროპორციულისკენ. თითქმის პროპორციული არჩევნები ტარდება. ეს მოიტანს მუდმივ, პერმანენტულ რიგგარეშე არჩევნებს“,-განაცხადა ოქრიაშვილმა.

მსგავსი თემები