რამაზ ზოიძემ რუს მოჭიდავეს ოქროს მედალი წაართვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართული ევროპის ჩემპიონატი 7 მედლითა (5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ბათუმის სასპორტო სკოლიდან აცნობეს, შეჯიბრების დასკვნით დღეს,მეხუთე ოქრო საქართველოს ნაკრებს რამაზ ზოიძემ (72 კგ.) მოუტანა, რომელმაც რუს მაგომედ იარბილოვს 7:1 სძლია და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

რამაზ ზოიძემ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა და ამასთან, ასაკობრივი ევროპირველობის გამარჯვებული კარიერაში მეხუთედ გახდა.

მსგავსი თემები