რაიან სმიტი დააჩოქეს, დაზიანება მიაყენეს და შემდეგ მოკლეს – მკვლელობის ახალი დეტალები 

ხადას ხეობაში მოკლული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ მოკლული რაიან სმიტის გვამზე ჩატარებული სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად იკვეთება, რომ რაიან სმიტს მიყენებული აქვს 3 ჭრილობა, კერძოდ, წელის არეში, ჭუბლის მიდამოდან შემავალი ჭრილობა და გამავალი ჭრილობა კისრის არეში.

როგორც ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, სავარაუდოდ ​გასროლები განხორციელებულია ახლო მანძილიდან, როგორც წელის ისე შუბლის არეში, დაახლოებით 1 – 1,5 მეტრის, უფრო ზუსტად 1,2 მეტრის მანძილიდან.

​”​ეს გარკვეულ კითხვებს ბადებს, თუ სხვა გარემოებებსაც გავითვალისწინებთ, სმიტს გარდაცვალებამდე მიყენებული აქვს 3-4 დაზიანება წვივის, გულმკერდისა და კისრის, ასევე, მუცლის არეში. ​ლოგიკური ჯაჭვი რომ ავაგოთ, მას რამდენიმე პირმა მიაყენეს დაზიანება, როგორც ამას კობაური ყვება. ​ეს დაზიანებები მიაყენეს მაშინ, როცა ის მუხლებზე იყო დაჩოქილი. პირველი დარტყმა მას მიაყენეს წვივის არეში, როცა ის ფეხზე იდგა. მოვლენების სხვაგვარი განვითარება ლოგიკაში არ ჯდება იმის გათვალისწინებით, რომ კობაური ვერ მიაყენებდა მას ფიზიკურ დაზიანებებს მისი წონისა და სიმაღლის გათვალისწინებით. ეს არანაირ ლოგოკაში არ ჯდება”, – აცხადებს ვასილ მამულაშვილი.
​მისიბე თქმით, ​სასიკვდილო გასროლას რაც შეეხება, მის ტრაექტორიაზე დამატებითი ექსპერტიზა ჩაინიშნება და დადგინდება სავარაუდო ტრაექტორია.

მსგავსი თემები