“რაიან სმიტის მობილური ტელეფონის გახსნა ვერ ხერხდება” – დაკავებული მწყემსის ადვოკატი

მალხაზ კობაურის ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზა  მოკლული რაიან სმიტის ტელეფონის გახსნას და გაშიფვრას ამ დრომდე ვერ ახერხებს. არადა, მისივე თქმით, მის  ტელეფონში შესაძლოა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდეს. აღნისნული განცხადება დაკავებული მწყემსის ადვოკატმა  ვასილ მამულაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს პასუხიდან ირკვევა, რომ  რაიან სმიტის მობილური ტელეფონის გახსნა ვერ ხერხდება. თითქოსდა მას ადევს რთული პაროლი და ექსპერტებს მისი გადალახვა უჭირთ. ამ ტელეფონის გახსნა მნიშვნელოვანია, რადგან თავდაპირველად შეტყობინება 112-ში შევიდა დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლისგან, რაც ახლა საქმეში აღარ ჩანს. ეს ყველაფერი საინტერესოა იქიდან გამომდინარე, რომ დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლებს ჰქონდათ სმიტების ოჯახის ლოკაცია. გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ რაიან სმიტმა ერთ-ერთ დასაქმებულს გადაუგზავნა ფოტოსურათი, რომლითაც აღიქვეს ლოკაციის ადგილი. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ რაიან სმიტის ტელეფონში ბევრი საინტერესო ინფორმაცია შეიძლება იყო და ამ კუთხით საინტერესოა, რომ ვერ ხერხდება ამ ტელეფონის გახსნა“, – განაცხადა ვასილ მამულაშვილმა „მთავარში“.

მსგავსი თემები