რაიან სმიტის გვამი შიშველ მდგომარეობაში იყო ნაპოვნი – ადვოკატი გახმაურებული მკვლელობის დეტალებზე

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში, 8 თვის წინ მომხდარ, გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებული ადგილობრივი მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატები აცხადებენ, რომ ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში და მათი გვამების გადაადგილებაში, რამდენიმე პირი მონაწილებდა. 

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, პროკურატურა ამტკიცებს, რომ 43 წლის რაიან სმიტის გვამის მკვლელობის ადგილიდან  გარკვეული მანძილით გადატანის მიზეზი 6 ივლისს მოსული ძლიერმა ნალექია.

“რაიან სმიტის გვამი მდინარეს არ ჩამუტანია. მისი გვამი მდინარეში, რამდენიმე ადამიანმა შიშველ მდგომარეობაში ჩააგდო”, – აცხადევს კობაიძე.

ადვოკატის თქმით, მათ ხელთ აქვთ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 20 მარტს გაცემული დოკუმენტი, საიდანაც დასტურდება, რომ 6 ივლისს ხეობაში იყო ზომიერი ნალექი, შესაბამისად გვამს მდინარის წყალი ვერ გადაიტანდა. აღსანიშნავია ისიც, რომ რაიან სმიტის გვამი შიშველი იპოვეს, რაზეც პროკურატურა ყურადღებას არ ამახვილებს.   

“მტკიცებულება, რომელიც არის გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი, აბსოლუტურად თავდაყირა აყენებს იმ ვერსიას, რაც ბრალდების მხარემ მოწმეების ჩვენებაზე დაყრდნობით წარმოადგინა. თითქოს 6 ივლისს, ღამის საათებში ძლიერად წვიმდა. იმ დღეს ხეობაში 12:53 საათიდან 17:49 წუთამდე ზომიერი, დროგამოშვებით ძლიერი წვიმა იყო. ღამით წვიმა არ ყოფილა და შემდგომ უკვე წვიმა იწყება 7 ივლისს, პირველი საათიდან 3-ის ნახევრამდე. ამით დასტურდება, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმეების მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ისინი ცრუობენ, როცა ამბობენ, რომ იმ დროს, როცა ისინი საგამოძიებო მოქმედებებს ასრულებდნენ, ხეობაში წვიმდა. ის ვერსია, თითქოს მდინარემ მკვლელობის ადგილიდან ხეობაში ჩამოიტანა რაიან სმიტის გვამი, გამოირიცხა. ეს არის ოფიციალური და მნიშვნელობა დოკუმენტი, რომელიც 2019 წლის 20 მარტს არის გაცემული. სასამართლომ არ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ეს საქმეს მტკიცებულებად დართვოდა”, – აცხადებს ადვოკატი ალქესანდრე კობაიძე. 

მისივე თქმით, დაცვის მხარეს დარწმუნებული იყო, რომ ამ საქმის განხილვისას სასამართლო არ იქნებოდა მოწოდების სიმაღლეზე და ამიტომ მოითხოვეთ ნაფიცი მსაჯულების ჩართვა.  

“პროკურატურა ფაქტობრივად უარს ამბობს სახელმწიფოს მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტზე. ეს არის რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დამახინჯებული გამოძიება მიდის. პროკურატურის მიერ მოყვანილი მოწმეები არიან შსს-ში დასაქმებული ადამიანები, ამიტომ ისინი არატენდენციურები ვერ იქნებიან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ დანაშაულის ადგილიდან გვამი გადატანილია და წვიმამ, უფრო მცირე ზომის ნივთები – ბავშვის ნიჩაბი და სათამაშოები არ წაიღო შორს. ეს ხომ არალოგიკურია”, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ “მთავარში”.  

აღსანიშნავია, რომ სმიტების მკვლელობის საქმეზე სასამართლო ხდომები დახურულ ფორმატში იმართება. საბოლოო ვერდიქტი უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. რაიან და ლორა სმიტისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური დაკავებულია.

მსგავსი თემები