„რადიკალ პრაიდისტებო, თქვენ ქვეყანასაც და ლგბტ თემსაც აზარალებთ, თქვენ ოკუპანტს ახარებთ“ – „სამეფო კლუბი“  


 
„რადიკალ პრაიდისტებო, თქვენ დათვურ სამსახურს უწევთ საქართველოში მცხოვრებ ლგბტ-თემს, თქვენ მათ, ჩვეულებრივი ცხოვრების საშუალებას უსპობთ, თქვენ მათ აიძულებთ საზოგადოებას, თქვენ გინდათ ისინი სიძულვილის საგნად აქციოთ, არა მარტო ჩვენი – მართლმადიდებლების, არამედ საქართველოს, მაჰმადიანების, იუდეველების, გრიგორიანელების და სხვა მორწმუნეების თვალში“ – აღნიშნული განცხადება „სამეფო კლუბის“ სპიკერ გაიოზ მამალაძეს ეკუთვნის. 

როგორც „სამეფო კლუბიდან“ „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს,  „პრაიდის“ ორგანზატორები იმას აკეთებენ, რაზეც ოკუპანტები ოცნებობენ. 


„თქვენ ცდილობთ, აგრესია გამოიწვიოთ მათ მიმართ საზოგადოების მხრიდან, თქვენი უპრინციპო და უგუნური ქმედებებით, უზრდელობით, გინებით, უხამსობით, უკულტურობით, რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფით, თქვენი უაზრო სიჯიუტით,სახელმწიფოს ინტერესების უგულებელყოფით; თქვენ აკეთებთ იმას, რაზეც ოცნებობენ ჩვენი ოკუპანტი მტრები, თქვენ აიძულებთ საზოგადოებას დასავლურ სამყაროს, ჩვენი სახელმწიფოს ერთადერთ მოკავშირეს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ოკუპანტისთვის სანქციების დაწესების საქმეში; თქვენ აკეთებთ იმას, რაც ყველაზე მეტად უხარია ოკუპანტს, ასუსტებთ ქვეყანას,თქვენ ახარებთ ოკუპანტს,რომელსაც სურს შეიტყაპუნოს ოკუპირებული ტერიტორიები; თქვენ აკეთებთ იმას, რასაც ოცნებობდა თემურ-ლენგი, ქართული ეკლესიის დასუსტება და დაცემა გინდათ,ქართული კულტურის დაკნინებას ცდილობთ, ქართული სახელმწიფოს დასუსტებას; თქვენ შეურაცხყოფთ იმას, რასაც მიესწრაფვოდა საქართველო დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, თქვენ სთავისუფლებას აძულებთ ქართველ ხალხს” – ვკითხულობთ განცხადებაში. 

მსგავსი თემები