რაგბის ეროვნული ჩემპიონატი „დიდი10“ განახლდა

15 თებერვალს, რაგბის ეროვნული ჩემპიონატი – „დიდი10“ განახლდა.  როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სარაგბო კლუბ ბათუმიდან აცნობეს, კლუბმა  საშინაო არენაზე, სარაგბო კლუბ „აკადემიას“  უმასპინძლა.
შეხვედრა ზღვისპირელების გამარჯვებით –  26 – 10 დასრულდა. 

სარაგბო კლუბი ბათუმი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია და ამ ეტაპზე, სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციაზე იმყოფება.

„მედიაცენტრი მთავარი“ ულოცავს სარაგბო კლუბ ბათუმს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.  

მსგავსი თემები