ჟურნალიტი მარკ რივკინი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 77 წლის ასაკში ჟურნალისტი მარკ რივკინი გარდაიცვალა.

მარკ რივკინი 1941 წლის 30 აპრილს დაიბადა. მას, 90-იან წლებში ტელეკომპანია “პირველ არხზე” პროგრამა „ვესტნიკი“ მიჰყავდა. 1992 წელს კი, პარლამენტის დეპუტატიც იყო.

მარკ რივკინი საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის, სტაბილიზაციის განმტკიცებისა და ახალი ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საქმეში შეტანილი წვლილისთვის 1996 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.

მსგავსი თემები