ჟიული შარტავას ბიუსტი, თბილისშიც განთავსდება

საზოგადო მოღვაწისა და ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტი, სენაკისა და რუსთავის შემდეგ, თბილისშიც  განთავსდება.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბიუსტის კონცეფციის შემუშავებისა და ადგილის შერჩევის საკითხებზე  მისი მოადგილე სოფიო ხუნწკარია იმუსავებს.

„2019 წლის 7 მარტს გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს, ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა. დღესდღეობით, მისი ბიუსტები განთავსებულია ქალაქ რუსთავსა და სენაკში, თუმცა არა თბილისში. ჟიული შარტავა იმსახურებს იმას, რომ მისი ბიუსტი არსებობდეს დედაქალაქშიც. ჟიული შარტავასთან ერთად, მე ვიტყოდი, გურამ გაბისკირიას ძეგლიც. ჩვენ ყველას გვახსოვს წუთები, როდესაც სოხუმი დაეცა და  ეს ადამიანები, ფაქტობრივად, ბოლო გამოვიდნენ მთავრობის სახლიდან. ყველას გვახსოვს ის სიტყვები, როდესაც მათ ეუბნებოდნენ, დაიჩოქეთ და შეაგინეთ ქართველებსო. მათი პასუხი იყო – „არასოდეს ცხოვრებაში!“ ეს ადამიანები ჩვენგან ნამდვილად იმსახურებენ ამას. ჩვენმა მომავალმა თაობებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ჩვენი გმირების შესახებ. ჩემი თხოვნა იქნება, ეს ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც ეს ამ ადამიანებს ეკადრებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მსგავსი თემები