გადაადგილებისას მოქალაქეებმა თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა იქონიონ

საქართველოს მთავრობისა და საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით, გადაადგილებისას თითოეული მოქალაქე ვალდებულია, თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა იქონიოს.

“ამ შეზღუდვების ეფექტიანი აღსრულება და რაც მთავარია, სახელმწიფოს, მოქალაქეს და ნებისმიერ სოციალურ ჯგუფს შორის თანამშრომლობა, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ ის შედარებით წარმატებული პასუხი გამოწვევაზე, რომელიც აქამდე გვქონდა, გავაგრძელოთ “, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები