“პრემიერის გადადგომის საკითხი გუნდში აქტიურად არ განიხილება” – გურამ მაჭარაშვილი

„ბუნებრივია, პრემიერის გადადგომა მთავრობის შეცვლას გამოიწვევს. მისი გადადგომის საკითხი გუნდში აქტიურად არ განიხილება და ამაზე აქტიური კონსულტაციები არ მიმდინარეობს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ამასთან, მაჭარაშვილის შეფასებით, შს მინისტრი, გიორგი გახარია, რომელზეც ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერად განიხილება, ვერ გახდება პრემიერ-მინისტრი, თუ მამუკა ბახტაძე არ გადადგა.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამთავრობო ცვლილებებზე განხილვა აქტიურად არ მიმდინარეობს. რაც შეეხება საშემოდგომო სესიის დაწყებას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირველივე სხდომაზე დღის წესრიგში დადგება სამთავრობო ცვლილებების საკითხი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები