კახეთში უკვე 37 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული

14 სექტემბრის 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 37 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. მათ შორის, 21 ათასი ტონა რქაწითელი, 11 ათასი ტონა საფერავი, 2,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში რთველის 2019-ის პროცესში ყურძენი საწარმოებს უკვე 4 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

“ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესი კახეთში ორგანიზებულად მიმდინარეობს. რთველის საკოორდინაციო შტაბი მობილიზებულია, რომ მევენახეებმა ყურძნის შეუფერხებლად ჩაბარება შეძლონ”, – ვკითხულობთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კახეთის რეგიონში 50-მდე ღვინის საწარმომ 7 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავა.

მსგავსი თემები