პუტინმა მედვედევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პრემიერ-მინისტრს, დიმიტრი მედვედევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა შესთავაზა. 

პუტინმა აღნიშნული თანამდებობის შექმნაზე დღეს, ფედერალური ასამბლეისადმი ყოველწლიური მიმართვის დროს ისაუბრა. მან დღესვე საკონსტიტუციო ცვლილებებიც დააანონსა. მისი თქმით, უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე. პუტინის ინიციატივით, სახელმწიფო დუმას უნდა მიენიჭოს უფლება დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი.

შეგახსენებთ, რუსეთის მთავრობა ცოტა ხნის წინ გადადგა.

https://mcm.ge/%e1%83%a0%e1%83%a3%e1%a1%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%93%e1%83%92%e1%83%90/

მსგავსი თემები