პუტინმა და ერდოღანმა სირიიდან აშშ-ს სამხედროების გასვლის შემდეგ, შესაძლო ვაკუუმზე ისაუბრეს

კრემლში, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინის და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა გაიმართა. ორი ქვეყნის ლიდერმა სირიის პრობლემა და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი ანკარასთან ერთად სიტუაციის სტაბილიზაციას შეეცდება.

“საუბარი შეეხო იმას, თუ როგორ მოვახდინოთ გავლენა სირიაში მოვლენების შემდგომ განვითარებაზე, მას მერე რაც ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობამ, ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთ რეგიონიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. თუ კი ასეთი გეგმა რეალურად განხორციელდება, ის პოზიტიური ნაბიჯად იქცევა და სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და თურქეთის ერთადერთი მიზანი, სირიის ტერორისტული დაჯგუფებებისგან გათავისუფლებაა.

​მისივე თქმით, აუცილებელია, რომ აშშ-ის სამხედროების სირიიდან გასვლის შემდეგ არ დარჩეს ვაკუუმი, რომლითაც ტერორისტული ჯგუფები ისარგებლებენ.

მსგავსი თემები