„პუტინი ოკუპანტია“ – რუსი ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენ

საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები და ტურისტები პარლამენტთან აქციას, ტრანსფარანტებით –
„ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ მართავენ.

აქციის მონაწილეები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ და აცხადებენ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ანტისაოკუპაციო მოძრაობას, მოუწოდებენ რუსეთის მოქალაქეებს, არ დაუჯერონ რუსულ პროპაგანდას და დაისვენონ საქართველოში. მათი თქმით, აქცია სოციალური ქსელებით დაიგეგმა.

აქციის მონაწილეებს მიტანილი ქონდათ ტრანსფარანტები: „დაიღალეთ პუტინისგან? დაისვენე საქართველოში“, „დაიმახსოვრე კრემლო და პუტინო: – აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“, „პუტინს საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული“.

მათი თქმით, საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები მოგზაურობას უსაფრთხოდ განაგრძობენ

მსგავსი თემები