პროფესიული კოლეჯები მსურველებს უფასო გადამზადებას სთავაზობენ – რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან ერთად,  პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამას – „ისწავლე და დასაქმდი“ ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია 24 აპრილს დაიწყება.რეგისტრაცია 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტი გასულ წელსაც განხორციელდა.

„მინდა მივმართო ყველას, ვისაც სურვილი აქვს, რომ რეგისტრაცია 24 აპრილიდან იწყება და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამასთან დაკავშირებით, სრული ინფორმაციის მიღება მერიის ვებგვერდზე არის შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი დაინტერესდება, გადავამზადებთ და მათგან ბევრი დასაქმდება. წარმატებებს ვუსურვებ ყველა ახალგაზრდას.გასულ წელს განვახორციელეთ და ძალიან დიდი წარმატება მოჰყვა – ეს არის ახალგაზრდების ხელშეწყობა პროფესიული გადამზადების თვალსაზრისით.“, – განაცხადა  თბილისის მერმა.

დედაქალაქის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას ინფორმაციით, პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, 1 000-მდე ადამიანი გადამზადდა, მათგან 80% კი დასაქმდა.

მსგავსი თემები