“პროტესტი იქნება სერიოზული, ამას ვპირდები “ქართულ ოცნებას” – დავით ჭიჭინაძე

„ივანიშვილის მართლა მჯეროდა, მაგრამ მან მილიონობით ადამიანის სიყვარული, უღირს და მონა დეპუტატებზე გაცვალა”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. 

როგორც ჭიჭინაძე ამბობს, ჯობდა ბიძინა ივანიშვილი არ მობრუნებულიყო პოლიტიკაში და მაშინ დაქცეულიყო ის „ქართული ოცნება“.

“მაგრამ საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ 7 წლის განმავლობაში ივანიშვილს თუკი რამ სიკეთე ჰქონდა ნაკეთები, პრაქტიკულად ყველაფერი გადაიფარა. ამიტომ ვამბობ, რომ „ოცნებას“ ჯერ ბოლომდე ვერ გაუაზრებია, რამხელა პროტესტია ქვეყანაში. რომ არაფერი ვთქვათ ახალგაზრდებზე, რომლებიც აპროტესტებენ ყველაფერ უღირსს, რაც ქვეყანაში ხდება,  უფროსი თაობას, ადამიანებს, ვინც ამ ქვეყანაში იცავდნენ და ნერგავდნენ სიტყვის კაცობას, აი მათ გააწნა ყველაზე დიდი სილა დღეს „ქართულმა ოცნებამ“, მთელ მათ ნაცხოვრებს ხაზი გადაუსვა.

ასე რომ,  თუ ჰგონიათ, რომ ჩვენ ასე უსუსურად ვიდგებით პარლამენტთან და ესენი თბილი კაბინეტებიდან, ან თბილი ავტომანქანებიდან დასცინებენ ხალხს, ძალიან ცდებიან! პროტესტი იქნება სერიოზული! პროტესტი იქნება რეგიონებშიც! ამას მე ვპირდები “ოცნებას”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები