პროკურორმა ზაზა სარალიძისგან მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამომძიებელი ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ ზაზა სარალიძემ მას მუქარის შემცველი შეტყობინება გაუგზავნა. პროკურორი მზადაა, აღნიშნული შეტყობინება  გაასაჯაროვოს, თუ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა, სადაც მას ამ წუთებში უსმენენ, დაიხურება.

„გუშინ, კომისიას როდესაც ვაძლევდი ახსნა-განმარტებას, ჩემს მობილურ ტელეფონზე შემოვიდა მუქარის შემცველი ტექსტები, რაც უკავშირდებოდა აშკარად ჩემს საპროკურორო საქმიანობას და ასევე კავშირში იყო იმ ახსნა-განმარტების შინაარსთან დაკავშირებით, რომელსაც მე კომისიას ვაძლევდი. აღნიშნულთან დაკავშირებით მე მივმართე შესაბამისი მოხსენებითი ბარათით კომპეტენტურ პირს და მოხდება სათანადო რეაგირება. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, თუ კომისიის წევრები დაინტერესდებიან, მე ვაჩვენებ ჩემს ტელეფონში არსებულ ტექსტებს, ოღონდ ეს მოხდეს დახურულ სხდომაზე“,  – განაცხადა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა.

 

მსგავსი თემები