პროკურატურა, ხაზარაძის მუქარის წერილთან დაკავშირებით ძიებას ვერ აგრძელებს

გენერალური პროკურატურა “თიბისი” ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ხაზარაძემ პროკურატურას კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი წარუდგინა, რომელსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები არ გააჩნია. შესაბამისად, პროკურატურა, ამ ეტაპზე ძიებას ვერ აგრძელებს.

“გამოძიება, ამ ეტაპზე, მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას, რადგან ვერც დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც მას ეს ე.წ. წერილი, მისი სიტყვების თანახმად, გადასცა,” – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ “თიბისი” ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო მუქარის შემცველი წერილი.

მსგავსი თემები