პროკურატურა ზაზა სარალიძის საქმეს ქვემო ქართლის პროკურატურას აბარებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის სს საქმეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურას აბარებს.

როგორც პროკურატურაში ხსნიან, აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებაში არსებულ კიტხვის ნიშნებს მოხსნის.

„არსებული ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, დაცვის მხარესა და საზოგადოებას თბილისის პროკურატურის მიმართ კითხვის ნიშნები რომ არ გაუჩნდეს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარეს წარმოადგენს, ზაზა სარალიძის საქმე რუსთავის რაიონულ პროკურატურას გადაეცა. ზაზა სარალიძის ბრალდების საქმეს ზედამხედველობას ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა გაუწევს“ – აცხადებენ პროკურატურაში.

პოლიციელზე თავდასხმის გამო ზაზა სარალიძე ბრალი წარდგენილი აქვს სს კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ ეტაპისთვის, სასამართლო პროცესამდე ზაზა სარალიძეს საპატიმრო ღონისძიება მოხსნილი აქვს.

მსგავსი თემები