პროკურატურა არ დაინტერესებულა ელჩინ ალახვერდიევის პირადი მიმოწერით – თემურ აბაზოვის ადვოკატები 

პატიმრობაში მყოფი მარნეულის მერ თემურ აბაზოვის ადვოკატები გამოძიებას არაობიექტურობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ბრალდების მხარის მთავარი მოწმე ელჩინ ალახვერდიევის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში.

როგორც ​ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თემურ აბაზოვი არის პოლიტიკური ფიგურა, შესაბამისად არ არის გამოძიებული ელჩინ ალახვერდიევის უკან ხომ არ დგანან გარკვეული ძალები, რომლებმაც თავის დროზე უბიძგეს ამ ადამიანს აღნიშნული ქმედებისკენ. ასევე, არ არის მოძიებული ინფორმაცია თუ 10 ივლისამდე, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა ალახვერდიევს. არ არის გაშიფრული მისი ფეისბუქმიმოწერა და უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ მას ფეისბუქი საერთოდ არ აქვს, მაშინ როდესაც, თავისი ფეისბუქის პირდაპირი ჩართვისას, ერთ-ერთ შეკრებაზე აყენებს ის შეურაცხყოფა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და მარნეულის მერ თემურ აბაზოვს.

“პირმა სასამართლოშიც დაადასტურა, რომ ეს გავაკეთე იმიტომ, რომ მინდოდა ამ ფორმით გადავსულიყავი “ნაციონალურ მოძრაობაშიო“. მე ვიყავი “ქართული ოცნების” ერთ-ერთი რიგითი მხარდამჭერი, მაგრამ ვარ განაწყენებული და ეს ფორმა ავირჩიეო. სიმართლეს ეუბნება გამოძიებას? პროკურატურის პრობლემა არის ის, რომ მოცემული საქმე არ არის სრულყოფილად გამოძიებული. არ არის პასუხები ყველა კითხვაზე. ​მთავარი პრობლემა აქ არის მხოლოდ ობიექტურობა და მიუკერძოებლობა. პროკურატურა, არც იმით დაინტერესებულა ელჩინ ალახვერდიევის მიერ თავის დროზე განხორციელებული ქმედება ხომ არ იყო მართული გარკვეული ძალების მიერ, რომლებსაც არ სურთ მარნეულს ჰყავდეს პრინციპული, პატიოსანი და წესიერი მერი. ეს არის უსამართლობის განცდის საფუძველი. ობიექტურობა არის ნულის ტოლფასი ბრალდების მხარის მიმართ. სასამართლო რჩება ერთადერთ ინსტიტუტად, რომლის ობიექტურობის იმედიც გვაქვს დღეს”, – აცხადებს ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის ახალგაზრდა მერ თემურ აბაზოვს, ელჩინ ალახვერდიევი  მის მიმართ ძალადობაში, დამცირებასა და არაადამიანურ ქმედებაში ადანაშაულებს. მიზეზი კი „მსხვერპლის“ მხრიდან ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის ცუდად მოხსენიება და შეურაცხყოფა გახდა, რის გამოც,  ბრალდების მხარის მტკიცებით, მარნეულის მერმა მასზე იძალადა და საკუთარი შარდით პირი დააბანინა.  თამურ აბაზოვი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

მსგავსი თემები