„პროკურატურამ, დავით სარალიძის მკვლელობის 2 უძვირფასესი მტკიცებულება გააფუჭა“ – ადვოკატი

მიხეილ კალანდიას ადვოკატის მტკიცებით, პროკურატურამ 2 მნიშვნელოვანი მტკიცებულება გაანადგურა. როგორც ზურაბ თოდუამ“ მედიაცენტრ მთავარში განაცხადა,  ეს მტკიცებულებები, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დავით სარალიძის მკვლელობის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება იყო.

ადვოკატის განცხადებით, პირველი მტკიცებულება, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იყო, მკვლელობის ადგილი, ანუ ე.წ. ფარდულია, რომელიც დღეს არ არსებობს.

„იკვეთება გამოძიებების მიერ ჩადენილი უკანონობა და უნიათობა. დანაშულის შეტყობინებიდან 15 წუთის განმავლობაში, საგამოძიებო ჯგუფი მოვიდა შემთხვევის ადგილზე, დაიწო დათვალიერება და წარმოიდგინეთ გამომძიებელს არ აღმოაჩნდა „რულეტკა“ ე.წ სანტიმეტრი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი ფარდული აღეწერა და ჩაედო საქმეში როგორც საჭიროება. გარდა ამისა, არანაირი მოქმედება არ შესრულებულა, რომ ეს ფარდული დაეცვათ. ეს ფარდული იყო ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელი, რამეთუ მასზე იყო სისხლის შხეფები და კრიმინალისტიკაში ვინც ერკვევა, შესაძლებელი იყო დადგენა, ვინ რა მანძილზე იდგა, რა კუთხით იდგა და ა.შ. ფარდული უზარმაზარი ინფორმაციის მატარებელი იყო. არაფერი  გაკეთდა ამ უძვირფასესი ინფორმაციის მატარებელი მტკიცებულების დასაცავად. პირველ რიგში მათ უნდა შემოესაზღვრად ეს ადგილი, ან უნდა დაეყენებინათ დაცვა. ძირფესვიანად უნდა დაეშალათ ფარდული და მხოლოდ კრიმინალური ექსპერტიზის გამოკვლევის შემდეგ მიეცათ მოსახლეობისთვის თავისუფალი გამოყენების უფლება. მათ ეს არ გააკეთეს“, – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში.

მისივე შეფასებით, მეორე მტკიცებულება, რომელიც განადგურდა და არ გამოიყენეს, ბავშვების მიმოწერაა.

„კიდევ ერთი დოყლაპიობის ფაქტს გეტყვით. მოგეხსენებათ, პატარა ბავშვები ერთმანეთს სოციალური ქსელის მეშვეობით უკავშირდებოდნენ და მათ შორის მიმოწერებში ძალიან ბევრი ინფორმაცია შესაძლოა ყოფილიყო. იმდენად მოხერხებულები არიან ეს ბავშვები თავთავიანთ ქმედებებში, რომ ბევრმა გაგზავნის შემდეგ, წაშლა ინფორმაცია, მაგრამ მოგეხსენებათ ფეისბუკიდან ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი იქნა მოპოვებული და მეორე ნაწილსაც ველოდებით, რომელიც სავარაუდოდ დაკმაყოფილდება. ერთ-ერთი ინფორმაცია ასეთია. ერთ არასრულწლოვანს ჩხრეკა ჩაუტარეს სახლში და აღმოჩნდა, რომ მის კომპიუტერში არ იყო წაშლილი მიმოწერები და ქსელის ჩანაწერებს მთლიანად ინახავდა. ამოღების ოქმი შეადგინეს, დანიშნეს ექსპერტიზა, გაუგზავნეს ექსპერტს, მაგრამ ექსპერტმა კვლევაზე უარი განაცხადა,   რამეთუ არ იყო მესაკუთრის თანხმობა. რადგან პერსონალური ინფორმაცია ინახება კომპიუტერში მისი თანხმობის გარეშე არავის აქვს უფლება თუნდაც ექსპერტიზა ჩაატაროს. მაშინ როდესაც ესეთი მოქმედების ღონისძიება ჰქონდა აუცილებლად უნდა აეღო გამომძიებელს თანხმობა მესაკუთრისგან, თუ უარს ეტყოდა მესაკუთრე ან მისი მშობელი, ასეთ შემთხვევაში, ერთი პატარა შუამდგომლობა იქნებოდა საჭირო სასამართლოში და 24 საათში ის კმაყოფილდება 100%-იანი. ეს მოქმედება რადგანაც არ ჰქონდა გამომძიებელს შესრულებული, ექსპერტიზა ვერ ჩატარდა. ამასობაში ის 2 თვიანი ვადა, რომელიც დარჩენილი იყო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე გავიდა და ეს უძვირფასესი მტკიცებულება გააფუჭა“ – განაცხადა ზურაბ თოდუამ „მედიაცენტრ  მთავარში“.  

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ პროკურატურის სისტემაში საბოტაჟს ჰქონდეს ადგილი.

„მებადება აზრი, რომ პროკურატურაში არიან მოკალათებული ადამიანები, რომლებსაც საბოტაჟური გრძნობები ამოძრავებთ და არ სურთ ამ საქმის გახმოვანება.  როგორც მეჩვენება,  დიდი ალბათობით, საბოტაჟური განწყობილი პროკურორები სისტემაში ბლომად არიან, რომლებიც მართავენ სიტუაციას და კლიმატს ქმნიან თავიანთ სასარგებლოს.  ამ ძალების მიზანია, ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები