პროექტში – „ახალი სკოლის მოდელი“ 15 სკოლა ჩაერთვება

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა საპილოტე პროექტის – „ახალი სკოლის მოდელი“ 15 სკოლის ხელმძღვანელობას წარუდგინა.

„სპორტში ჩართულობასთან დაკავშირებით, საქართველოში დღეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა, აქედან გამომდინარე შემუშავებულია პროგრამა, რომელიც მომავალში ყველა სკოლისთვის აუცილებელი გახდება. საპილოტე პროექტის ფარგლებში, პროგრამის დაწყება თბილისის სხვადასხვა 15 სკოლაში იგეგმება, რომლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე პროგრამის ძირითადი მიმართულებები განვიხილეთ“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა. 

შეხვედრაზე სკოლის წარმომადგენლებმა, პროგრამის განხილვისას, საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს. აღინიშნა, რომ სპორტში მოსწავლეების აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს და ამ კუთხით, ქვეყანაში არაერთი პროგრამა და მიდგომა მუშავდება. 

საპილოტე პროგრამა – „ახალი სკოლის მოდელი“ „საქართველოს სპორტის, ფიტნესისა და ფიზიკური განათლების ეროვნული ასოციაციის“ მიერ სპორტის უნივერსიტეტთან და ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან აქტიური თანამშრომლობით მომზადდა.

მსგავსი თემები