პროდუქტი დახლებზე 10%-ით გაძვირდება

 კომპანიები, რომლებსაც საქართველოში უცხოური პროდუქტი შემოაქვთ, გადაანგარიშების პროცესში არიან. უახლოეს დღეებში პროდუქტი დახლებზე 10%-ით უფრო ძვირად გაიყიდება, თუმცა შესაძლოა, ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყოს.

როგორც საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განაცხადა, დღემდე უცხოეთიდან შემოსულ პროდუქციას იმპორტიორები 2,70-იან ნიშნულზე ანგარიშობდნენ, თუმცა ლარის კატასტროფულმა გაუფასურებამ ისინი გაკოტრების პირას მიიყვანა.


“აგვისტოს დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე უნდა ველოდოთ პირველ ტალღას ფასების გაძვირების. მაგრამ, თუ კიდევ გააგრძელა ლარმა აღმავალი ტრენდი, შემდეგი იქნება ოქტომბრის დასაწყისში. სულ მცირე 3%-დან დაახლოებით 10%-ის ფარგლებში იტრიალებს ფასების გაძვირება”, – განაცხადა ივა ჭყონიამ.

მსგავსი თემები