პრინცი ჩარლზი კორონავირუსისგან განიკურნა

დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე პრინცი ჩარლზი დღეს თვითიზოლაციის რეჟიმიდან გამოვიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

25 მარტს ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჩარლზის მიერ ახალ კორონავირუსზე ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ამის შემდეგ, პრინცი ჩარლზი, რომელსაც 71 წელი შეუსრულდა, ერთი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადავიდა და თავის სახლში, შოტლანდიაში იმყოფებოდა.

მსგავსი თემები