პრემიერ-მინისტრმა, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პირველი ოფიციალური შეხვედრა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერთან გამართა.  

პრემიერის შეფასებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება, ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ურყევი პრიორიტეტია. 

მთავრობის მეთაურის რანგში გამართულ პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე, გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებაზე, მათ შორის უსაფრთხოების და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. 

ხაზი გაესვა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას. 

შეხვედრისას, საუბარი შეეხო, რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ჭრილში არსებულ მძიმე მდგომარეობას.

პრემიერ-მინისტრმა, განსაკუთრებით აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მადლობა გადაუხადა. 

მსგავსი თემები