პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მთავარ გამოწვევად ოკუპაციას და სიღარიბეს ასახელებს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიმდინარე წელს აჯამებს და საზოგადოებას მთავრობის ანგარიშს აბარებს. როგორც პრემიერ მინისტრი აცხადებს, ქვეყანის წინაშე ორი მთავარი გამოწვევა დგას და ეს არის სიღარიბე და ოკუპაცია.

„ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ საქართველოს წინაშე ორი ყველაზე მტკივნეული გამოწვევაა. ეს ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე. შესაბამისად, ჩვენი ეროვნული ეროვნული ამოცანაა, ორივე გამოწვევა ერთობლივი ძალისხმევით დავძლიოთ“ – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ ანგარიშის წარდგენისას. პრემიერის თქმით, სირთულეების მიუხედავად, საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს უნდა დაუბრუნდეს. „ყველას სურვილია, ჩვენი ქვეყანა იყოს სიღარიბის გარეშე, სადაც თითოეულ მოქალაქეს ღირსეული ცხოვრების უფლება ექნება. ჩვენი მიზანია, საქართველო დაუბრუნდეს დიდ ევროპულ ოჯახს, სადაც ადამიანის თავისუფლება და უფლებები, სასამართლოს და მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, კერძო საკუთრება მთავარ ღირებულებას წარმოადგენს. იქ, სადაც დღის წესრიგი დემოკრატიული, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების და ეკონომიკური განვითარების პარადიგმაზე დაყრდნობით განისაზღვრება“ – აღნიშნა ბახტაძემ.

რაც შეეხება გეგმის მიღწევას, პრემიერის შეფასებით, ამ გზის გავლა მარტივი არ იქნება, რადგანაც, სიღარიბე და უმუშევრობა დასაძლევია: „ამ ყველაფრის მიღწევა ძალიან რთულია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს. რეალური ცვლილებები 2012 წლიდან დავიწყეთ და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შედეგებიც გვაქვს. სიღარიბე დაახლოებით 10%-ით შემცირებულია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ სიღარიბეში ცხოვრობს“.

მსგავსი თემები