პრემიერ-მინისტრი “ქართული ოცნების“ ოფისში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ოფისში იმყოფება. პარტიის ცენტრალურ ოფისში არიან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებიც. შეხვედრას ესწრებიან ეკონომიკური გუნდის წევრებიც.

როგორც პრემიერის პრესსამსახურში განმარტავენ, შეხვედრები 2020 წლის ბიუჯეტის პროექტებს ეხება.

ამასთან, “ქართული ოცნების“ ოფისში დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს კონსულტაციები.

მსგავსი თემები