პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ თანამდებობა დატოვა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძეს თანაშემწემ ადამიანის უფლებების და გენდერის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ სოფო ჯაფარიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„გაცნობებთ, რომ ვემშვიდობები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და პრემიერ-მინისტრის თანაშემწის პოზიციას. წარმატებული თანამშრომლობისთვის, პროფესიული თუ ადამიანური მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ ადამიანს, მნიშვნელობა არ აქვს რომელ უწყებაში, ორგანიზაციაში თუ სექტორში არიან ისინი დასაქმებულნი და რა პოზიციაზე.  იგივე ეხება ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ყველა ადამიანს, ვინც ამა თუ იმ ფორმით გვერდში მედგა“, – წერს სოფო ჯაფარიძე.

სოფო ჯაფარიძე არ აკონკრეტებს, სად გააგრძელებს მუშაობას.

მსგავსი თემები