პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე კათოლიკე ქრისტიანებს შობას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კათოლიკე ქრისტიანებს დღესასწაულს ულოცავს.

„ვულოცავ ყველას, ვინც 25 დეკემბერს ზეიმობს ქრისტეშობის დღესასწაულს. სიახლის, სიკეთისა და სიყვარულის დღესასწაული მშვიდობის, ბედნიერების და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის”, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

კათოლიკე ქრისტიანებს მიულოცა აგრეთე პარლამენტის თავმჯდომარემაც:

„ქრისტიანული  სამყაროს ნაწილი 25 დეკემბერს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს პარლამენტის სახელით,  ჩვენს  თანამემამულეებსა და ყველას, ვინც დღეს შობას სიხარულით ხვდება, ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას, სიკეთეს და ბედნიერებას“- წერია არჩილ თალაკვაძის მილოცვაში.

დღეს, 25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს.

მსგავსი თემები