პრემიერი, დავით სერგეენკოს თადანმდებობიდან განთავისუფლებას არ ადასტურებს 

“დავით სერგეენკო იყო, არის და მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი”, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან შესაძლო გადადგომაზე გავრცელებულ ინფორმაციას. 

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა,  გუნდში განახლება და ახალი სისხლის მიღება არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი.

„მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ გუნდში განახლება და ახალი სისხლის მიღება არის ჩვენი პრიორიტეტი. დავით სერგეენკო იყო, არის და მინდა დაგარწმუნოთ, მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები