“პრემიერის გადადგომა ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება” – ლევან გოგიჩაიშილი

პარლამენტის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, მამუკა ბახტაძემ თავისი თავი პრემიერ-მინისტრის პოსტზე უკვე ამოწურა და მისი გადადგომა ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

როგორც გოგიჩაიშილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა, მამუკა ბახტაძის პრემიერად ყოფნა ქვეყნის ეკონომიკისთვის შემაფერხებელია.

„სამთავრობო ცვლილებები პარტიის თავმჯდომარეზეა დამოკიდებული. ცვლილებების დაწყებაზე საუბარიც ზედმეტად ხმამაღალი ნათქვამია, ვინაიდან ერთ დღეს შეიძლება გუნდის წევრებს დაუძახონ, უთხრან, რომ ახალი მინისტრი ეყოლებათ და იმათაც თავი დაუკრან.

პრემიერი მოსახლეობას, მომავალთან დაკავშირებით, პოზიტიურ განწყობას არ უქმნის. კრიზისის დროს, ხალხმა არ იცის ვის დაელაპარაკოს. ბახტაძის ყოფნა, პრემიერის თანამდებობაზე, ქვეყნის ეკონომიკისთვის სერიოზული შეფერხებაა. ეს ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, კრიზისულ სიტუაციებში ის არ ჩანს და არის მატყუარა. ქვეყანას არ ჰყავს პრემიერ-მინისტრი და როდესაც პრემიერი არ ჰყავს, ადამიანების განწყობები შემცირებულია, რაც ხელს უშლის ჩვენს ეკონომიკას. ეკონომიკას სტაბილურობა, გადაწყვეტილებები და პროგნოზირება სჭირდება და ამის გარანტი ბახტაძე ნამდვილად არ არის. შესაბამისად, ბახტაძის გადაყენება ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები