“პრემიერთან ჩვენც გვექნება შეკითხვები, ყველას აინტერესებს დახმარებების საკითხი და პერსპექტივის საკითხი” – გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ყველა საინტერესო თემაზე ისაუბრებს.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, პრემიერს პარლამენტში ხვალ მოუსმენენ.

„სურვილი მაქვს, მაგრამ არ მგონია, ეს ოცნება ამიხდეს, რომ პოლიტიკური ცირკის მოწყობას არ ექნება ადგილი. საზოგადოებას აინტერესებს გარკვეული საკითხები. ვფიქრობ, პრემიერის გამოსვლაში იქნება ყველა თემასთან დაკავშირებით საუბარი. რაიმე თუ დასაზუსტებელია, ჩვენც გვექნება შეკითხვები, ყველას აინტერესებს დახმარებების საკითხი და პერსპექტივის საკითხი, რომელი საქართველოს ამ რთულ ვითარებაში აქვს. ყველა გადაწყვეტილება, რასაც მთავრობა იღებდა, მოხდა დარგობრივი კომიტეტების მონაწილეობით და ანგარიშში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა უნდა წარადგინოს, არ იქნება ერთადერთი, რომელიც 27 მაისს მოხდება. კვირის ბოლოსვე იქნება უკვე ოპოზიციის მეირ ინტერპელაციის წესით პრემიერის მოსვლა და სულ მალე იქნება პრემიერის ყოველწლიური ანგარიში. ინფორმაცია საკმაოდ ვრცელი იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები