„პრეზიდიუმი უნდა შეიკრიბოს და მიიღოს გადაწყვეტილება“ – შოთა ხაბარელი მოჭიდავეებზე

„ცუდია ის ყველაფერი, რაც ჭიდაობის ფედერაციაში ხდება, კარგია ის, რომ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. მსჯელობა შიგნით უნდა წავიდეს და პრეზიდეიუმმა სათანადო გადაწყვეტილება მიიღოს“ – აღნიშნა „მედიაცენტრ მთავარში“ ყოფილმა სპორტსმენმა და დეპუტატმა შოთა ხაბარელმა.

დეპუტატის შეფასებით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი უნდა გადადგეს თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტი არ არის და პრეზიდიუმი სწორედ იმიტომ არსებობს, რომ მსგავსი საკითხები განიხილოს.

„სპორტსმენების ერთმანეთის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება საზოგადოებაზე ცუდი კუთხით მოქმედებს. ნამდვილად ცუდია ის, რაზეც ეხლა ვსაუბრობდით, ძალადობა მიუღებელია და უნდა დამთავრდეს. უნდა წავიდეს მსჯელობა შიგნით. იქ არიან ძალიან საღად მოაზროვნე ადამინები, რომლებსაც საკითხის ჯეროვნად გადაწყვეტა შეუძლიათ. მთავარია, ჭიდაობა არ უნდა დაზარალდეს. ერთიც და მხარეც უნდა შეთანხმდნენ, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ჩვენ ქვეყნისთვის უნდა გავაკეთოთ ის, რაც აქამდე გვიკეთებია“ – აღნიშნა ხაბარელმა „მედიაცენტრც მთავარში“.

დეპუტატის შეფასებთ, სპორტს ავტორიტეტული ადამიანები უნდა ხელმძღვამნელობდნენ, ვისაც ენდობიან და პატივს სცემენ: „სპორტს უნდა ხელმძღვანელობდნენ ისეთი ადამიანები, რომელსაც აქვს ავტორიტეტი ქვეყანაში. პირველ რიგში, რიდი უნდა არსებობდეს. ასევე მნიშვნელოვანია ფედერაციებთან სწორი კომუნიკაცია. თუ პროცესებზე სწორე რეაგირება გვექნება, ყველაფერი რიგიანად წარიმართება. ფედერაციებში სათანადოდ უნდა იყოს მოწესრიგებული დოკუმენტაცია და წესდებები უნდა იყოს გაწერილი, რომლითაც ხელმძღვანელობს ფედერაცია. როდესაც წესდება არ არის სათანადოდ გამართული, ამ დროს არის ზუსტად ქაოსი. ვფიქრობ, რომ ეს არის ჭიდაობის ფედერაციის გასარკვევი, უნდა შეიკრიბოს პრეზიდიუმი და იქ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება“.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე მოჭიდავეზე განხორციელებული ფიზიკური დაპირისპირებისთვის დაკავებულია. მოჭიდავეების ერთი ნაწილი კი მის გათავისუფლებას ითხოვს

მსგავსი თემები