პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი დაასახელა

საქართველოს  პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი გამოაცხადა. 28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა ახალ პრეზიდენტს აირჩევს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, აღჩევნების თარიღი შეთანხმებულია პრემიერ-მინისტრთან.

„ეს გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. შესაბამისად, დღეს შესაბამისი დადგენილება გაიგზავნება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და შემდეგ წარიმართება შესაბამისი პროცედურები“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კანონის მიხედვით, დღეიდან, პოლიტიკურ ბსუბიექტებს უფლება აქვთ, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყონ.

მსგავსი თემები