პრეზიდენტი კარავში შევიდა

​საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის წინ გაშლილ კარავში იმყოფება.

პრეზიდენტი მოკლული დავით სარალიძის მამასთან შეხვედრას მართავს. საუბრის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

მასთან ერთად კარავში იმყოფებოდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და ანა ნაცვლიშვილი და უფლებადამცველი ზვიად კუპრავა. თანმხლები პირები კარვიდან გამოვიდნენ და ამ წუთებში პრეზიდენტი შსვილმკვდარ მამას პირისპირ, მარტო ხვდება.

მსგავსი თემები