„პრეზიდენტი გახდება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ “კანაფის დედოფალი” ნამდვილად გახდება“ – მეუფე ზურაბიშვილზე

„არავის ვენდობი, პრემიერი იქნება თუ სხვა,  არ დავუჯერებ, რომ მარიხუანას კულტივაცია მხოლოდ და მხოლოდ სამკურნალოდ უნდათ. ნარკოკარტელებს შექმნიან და ეს იქნება საერთაშორისო სინდიკატის წევრები გახდებიან. მე არ მინდა ვიყო ავღანეთი, არ მინდა ვიყო კოლუმბია“ – აცხადებს მეუფე იაკობი.

მეუფე  საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის განცხადებს საკმაოდ მწვავედ აფასებს და ამბობს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტობის ნაცვლად კანაფის დედოფლობას გამოკრას ხელი: „რა უნდა ქნას ახლა ქალბატონმა სალომემ, სად აქვს იმდენი ავტორიტეტი, რომ მაგის სიტყვას უსმინონ. შეხვედრებზე ნახეთ, სადაც დადის, მასწავლებლები ჰყავთ, კარგად ვიცი რა ხდება და ეს პიარ-ტექნოლოგიები კარგად ვიცი. თუ იმას ამბობს, რომ კანაფის საინფორმაციო კამპანიას ჩაუდგება სათავეში, პრეზიდენტი გახდება თუ არა არ ვიცი, მაგრამ “კანაფის დედოფალი” ნამდვილად გახდება.“

 

მსგავსი თემები