პრეზიდენტი მარგველაშვილი არჩევნების თარიღის დანიშვნას აჭიანურებს – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დასახელებას აჭიანურებს, რადგან სურს თავისი ვადის ბოლო დღემდე მიყვანას და გამოყენებას.

როგორც დეპუტატმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში განმარტა, არჩევნების თარიღის დასახელებით კანონით არსებული გარკვეული რეგულაციები ჩაირთვება და საარჩევნო გარემოსთვის შესაბამისი გარემო შეიქმნება.

„მე ვფიქრობ აჭიანურებს იმიტომ, რომ ის აპირებს თავისი ვადის ბოლო დღემდე მიყვანას და გამოყენებას და მე ვფიქრობ, რომ ის დანიშნავს არჩევნებს ალბათ ოქტომბრის ბოლო რიცხვებში და ეს ემსახურება იმას, რომ თავისი საპრეზიდენტო დღეები ამოწუროს ბოლომდე“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.​

საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს. მოქმედმა პრეზიდენტმა კი კანონის თანახმად, თარიღი უნდა გამოაცხადოს არაუგვიანეს 60 დღისა.

მსგავსი თემები