პრეზიდენტის რეზიდენციაში ანტიკვარიატზე 1 454 558 დაიხარჯა – 59 000 დოლარი რუსეთში დამზადებული ჭაღი დაჯდა

საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის, ადმინისტრაციის მიერ შერჩეული ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშულებების და ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარის შესყიდვისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2 800 000 ლარი, გაიხარჯა 2 174 783 ლარი და მათგან 1 999 558 ლარი ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას მოხმარდა – ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტი სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო რეზიდენციის ხარჯების შესახებ კვლევას აქვეყნებს.

როგორც კვლევაში წერია, ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი – 59 000 აშშ დოლარი. ოთხ ანტიკვარულ ჭაღში – ჯამში 133 410 აშშ დოლარი / 391 112 ლარი დაიხარჯა.

“შეძენილ ანტიკვარულ ნივთებს შორის, ვხდებით სხვადასხვა ძვირადღირებულ ინტერიერის აქსესუარებს. მაგალითად, 8 500 აშშ დოლარად შესყიდულია შვიდი ირანული ფერწერული ტილო, 4 310 აშშ დოლარად – ირანული მამლის ფიგურების წყვილი, 3 წყვილი შანდალი – თითოეულის ფასი 3000 დან 8000 აშშ დოლარამდე, 3 ბუხრის საათი – თითოეულის ფასი 7000 დან 18 000 აშშ დოლარამდე, შუა აზიური ორი ხალიჩა – თითოეულის საწყისი ფასი 5000 დან 7000 აშშ დოლარამდე და სხვა”, – ნათქვამია IDFI-ს კვლევაში.

ამასთან, შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის არცერთი არ არის ქართული წარმომავლობის. 25 ერთეულზე მითითებულია ევროპული წარმომავლობა, 11 ერთეული – ფრანგული, 6 5 |I D F I ერთეული – რუსული, 3 ერთეული ირანული, ხოლო 2 ერთეული – შუა აზიური.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, რეზიდენციის ანტიკვარული ნივთებით მოწყობის გადაწყვეტილება ემსახურებოდა საზოგადოებისათვის და მომავალი თაობებისთვის კულტურული ფასეულობების შენარჩუნებას. ამასთან, პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, საქართველოს პირობებში მეორადი და ანტიკვარული ავეჯის შეძენა უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე თანამედროვე სტილის ქარხნული ავეჯის შეძენა.

მსგავსი თემები