პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 4 მილიონი ლარით მცირდება

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი საერთოდ უქმდება. ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 60%-მდე მცირდება.

​პარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება განსაზღვრულია 6 მილიონი ლარით, მაშინ, როცა ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება არ იცვლებოდა და ის 2018 წლის მსგავსად, 2019 წელსაც 9 800 000 ლარით იყო განსაზღვრული.

​პარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე პირთა რაოდენობის 140-დან 60-მდე შემცირებაა გათვალისწინებული. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში საშტატო ნუსხის ცვლილება გათვალისწინებული არ იყო. ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 140 ადამიანი მუშაობს.

მსგავსი თემები